ფონიჭალაში აფეთქება მოხდა
![]()
დღეს დილით ქვემო ფონიჭალაში, გაზის აფეთქების შედეგად სადარბაზო ჩამოინგრა | ნანგრევებიდან ოთხი ადამიანი გამოიყვანეს, მათ შორის ერთი მცირეწლოვანია. ადგილობრივების ინფორმაციით, ნანგრევებში ქალსა და ორ ბავშვს ეძებენ. დამატებითი ბზარების გაჩენის გამო მაშველებს ჩამონგრეული სადარბაზოს დატოვება მოუწიათ. გვერდით სადარბაზომაც დაიწყო ნგრევა - მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია და სასწრაფო-სამაშველო სამსახურები














































































































