მერაბ დვალიშვილი და საბა ლაზიშვილი თავისუფლები არიან
არაბთა გაერთიანებული საამიროების ლოკალური მედიის ინფორმაციით, მერაბ დვალიშვილსა და საბა ლაზიშვილზე თავდასხმაში მონაწილე უსმან ნურმაგომედოვის გუნდის 6 წევრი 6 თვით დააკავეს, 300,000 AED ($ 81,000) დააჯარიმეს და სასჯელის მოხდის შემდეგ დეპორტაციით დატოვებენ ქვეყანას - დაკავებულთა სახელები ჯერჯერობით უცნობია 
მერაბ დვალიშვილმა და საბა ლაზიშვილმა წინასწარი დაკავების ცენტრი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევისათვის 50,000 AED (13,500 $) ჯარიმით დატოვეს














































































































